სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მისიაა ხელი შეუწყოს:
- პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდას, მედიასაშუალებებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმებას;
- პრაქტიკოსი პროფესიონალების მოზიდვას სასწავლო პროგრამების წამყვან პედაგოგებად, ტექნიკურად სრულყოფილი სასწავლო გარემოს შექმნას, პროფესიული სტუდენტების შემოქმედებითი ინიციატივის მხარდაჭერას.
- პლურალიზმის, სიტყვის თავისუფლების და ღია საზოგადოების ფორმირების პროცესში პროფესიული სტუდენტების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას;
- პროფესიული სტუდენტების და მასწავლებლების მონაწილეობას საერთაშორისო მედია პროექტებში.