პროგრამის აღწერა: პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინტენსიური ჩართულობით დროის მცირე პერიოდში პრაქტიკულ დონეზე შეისწავლოს ვიდეომონტაჟის პროფესიონალურად განხორციელება კომპიუტერული პროგრამის Adobe Premiere-ის გამოყენებით. კოლეჯი მსმენელებისთვის უზრუნველყოფს კვალიფიციურ პრაქტიკოს სპეციალისტებსა და მაღალი ხარისხის სამონტაჟო კომპიუტერებს.
პროგრამის მოცულობა:40 საათი - კვირაში 2 შეხვედრა, თითოეული 2-3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით;
პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა (01.11.2022-22.12.2022).
ადგილების რაოდენობა:15.
პროგრამის ღირებულება: 480 ლარი (1 აკადემიური საათი-12 ლარი).
პედაგოგები-ზურაბ ოშხნელი, თინათინ მუმლაძე.
პროგრამის 80% -ის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯის მეილზე info@cmtv.edu.ge, გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება.
სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, განათლება,ასაკი და რატომ გსურთ კურსის გავლა.