ნივთების ფოტოგადაღება რეკლამისთვის

ნივთების ფოტოგადაღება რეკლამისთვის
ნივთების ფოტოგადაღება რეკლამისთვის

პროგრამის აღწერა:კურსის ფარგლებში საფუძვლიანად შეისწავლით ფოტოკამერის ექსპლოატაციას, ექსპოზიციის ცვლადებს (დიაფრაგმა - A, დაყოვნება - T, მგრძნობიარობა - ISO),განათებასა და კოლორიმეტრიას. კურსში ძირითადი აქცენტი გაკეთდება პავილიონში, სპეციალური სასაგნე მაგიდის გამოყენებით ნივთების (კერძები, საათი, ბეჭედი, ბოთლი, ბიჟუტერია, ჭიქა და ა.შ.) გადაღებასა და გადაღებული ფოტოების რედაქტირების შესწავლაზე პროგრამაში „Adobe Photoshop“.

პროგრამის მოცულობა: 48 საათი - კვირაში 2 შეხვედრა, თითოეული 3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა (31.10.2022-23.12.2022).

ადგილების რაოდენობა:15.

პროგრამის ღირებულება: 576 ლარი (1 აკადემიური საათი-12 ლარი).

თქვენს განკარგულებაშია ფოტოკამერები, ობიექტივები, განათების ხელსაწყოები, სასაგნე მაგიდა, კომპიუტერული კლასი და სხვა საჭირო აქსესუარები. 

პედაგოგები:აკაკი ფხაკაძე, მამუკა ხელაშვილი, კოტე გაბრიჩიძე.

პროგრამის 80% -ის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯის მეილზე info@cmtv.edu.ge, გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება.

სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, განათლება,ასაკი, ფოტოგრაფიის მიმართ თქვენი დამოკიდებულება და მიზეზი,რატომ გსურთ კურსის გავლა.

გააზიარე

სხვა პროგრამები