ვიდეომონტაჟი

ვიდეომონტაჟი

პროგრამის აღწერა: პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინტენსიური ჩართულობით დროის მცირე პერიოდში პრაქტიკულ დონეზე შეისწავლოს ვიდეომონტაჟის პროფესიონალურად განხორციელება კომპიუტერული პროგრამის  Adobe Premiere-ის გამოყენებით. კოლეჯი მსმენელებისთვის უზრუნველყოფს კვალიფიციურ პრაქტიკოს სპეციალისტებსა და  მაღალი ხარისხის სამონტაჟო კომპიუტერებს.

პროგრამის მოცულობა:40 საათი - კვირაში 2 შეხვედრა, თითოეული 2-3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით;

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა (01.11.2022-22.12.2022).

ადგილების რაოდენობა:15.

პროგრამის ღირებულება: 480 ლარი (1 აკადემიური საათი-12 ლარი).

პედაგოგები-ზურაბ ოშხნელი, თინათინ მუმლაძე.

პროგრამის 80% -ის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯის მეილზე info@cmtv.edu.ge, გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება.

სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, განათლება,ასაკი და რატომ გსურთ კურსის გავლა.

გააზიარე

სხვა პროგრამები