ვიდეოგადაღების პრაქტიკული კურსი

ვიდეოგადაღების პრაქტიკული კურსი
ვიდეოგადაღების პრაქტიკული კურსი

პროგრამის აღწერა: კურსის ფარგლებში საფუძვლიანად შეისწავლით ვიდეოკამერის ექსპლოატაციის წესებს, განათებას, ობიექტივების, კამერის სადგამის,სტაბილიზატორის (Gimbal) გამოყენებას, ასევე, სმარტფონით გადაღების სპეციფიკას.

პროგრამის მოცულობა: 48 საათი - კვირაში 2 შეხვედრა, თითოეული 3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა (31.10.2022-23.12.2022).

ადგილების რაოდენობა:15.

პროგრამის ღირებულება: 576 ლარი (1 აკადემიური საათი-12 ლარი).

პროგრამის მსმენელების განკარგულებაშია ვიდეოკამერები, შესაბამისი ობიექტივები, განათების ხელსაწყოები,აქსესუარები, პავილიონი.

პედაგოგები-ირაკლი ღლონტი,ზურაბ ოშხნელი.

პროგრამის 80% -ის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯის მეილზე info@cmtv.edu.ge, გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება.

სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, განათლება,ასაკი და მიზეზი,რატომ გსურთ კურსის გავლა.

 

 

გააზიარე

სხვა პროგრამები