ფოტოგრაფიის პრაქტიკული კურსი

ფოტოგრაფიის პრაქტიკული კურსი
ფოტოგრაფიის პრაქტიკული კურსი

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მსმენელს გამოუმუშაოს ტექნიკურად სრულფასოვანი და კომპოზიციურად დახვეწილი ფოტოსურათის გადასაღებად საჭირო უნარები, შეასწავლოს ექსპოზიცია, ობიექტივები, განათება, ფოტოგრაფიული ჟანრები (პეიზაჟი,რეპორტაჟი,პორტრეტი), ფოტორედაქტირების პრაქტიკული ელემენტები პროგრამაში „Adobe Photoshop“.

პროგრამის მოცულობა: 48 საათი - კვირაში 2 შეხვედრა, თითოეული 3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა (01.11.2022-23.12.2022).

ადგილების რაოდენობა:15.

პროგრამის ღირებულება: 576 ლარი (1 აკადემიური საათი-12 ლარი).

პროგრამის მსმელენების განკარგულებაშია ფოტოკამერები, ობიექტივები, განათების ხელსაწყოები, კომპიუტერული კლასი და აქსესუარები. 

პედაგოგი:კოტე გაბრიჩიძე,ზურაბ ოშხნელი, აკაკი ფხაკაძე.

პროგრამის 80% -ის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯის მეილზე info@cmtv.edu.ge, გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება.

სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, განათლება,ასაკი, ფოტოგრაფიის მიმართ თქვენი დამოკიდებულება და მიზეზი,რატომ გსურთ კურსის გავლა.

გააზიარე

სხვა პროგრამები